COVID-19-თან დაკავშირებული ხელების ხშირი დაბანით, ასევე ხელის სადეზინფექციო ხსნარით და სამედიცინო ხელთათმანების გამოყენებით გამოწვეული მშრალი კანის პრობლემა – რა უნდა ვიცოდეთ? რითი შეიძლება ამ პრობლემასთან გამკლავება?
რეკომენდაციები:
1. დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, საპნით, თბილი წყლის გამოყენებით და არა ცხელი წყლით – წყლის ტემპერატურა < 38C – გახსოვდეთ ხელების დაბანვა ერთ-ერთი ეფექტური პრევენციაა დაინფიცირებისგან თავის დასცავად;
2. გაიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით, მაგრამ ისე რომ ხელებზე დარჩეს ტენიანობა, ანუ “ძალიან არ გაიმშრალოთ”
3. წაისვით ბარდას ზომის ხელის დამატენიანებელი ან მალამო დაუყოვნებლივ წყალთან შეხების შემდეგ, ისე რომ დატენიანებულ იქნას თითისწვერებიც და ფრჩხილებიც.
რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი სახის დამატენიანებლები:
ა. რომელიც შეიცავს მინერალურ ზეთს (mineral oil) ან ვაზელინს (petroleum jelly),
ბ. გამოდის ტუბის სახით, ვიდრე ტუმბო-ბოთლის სახით,
გ. არის პარფიუმის გარეშე (fragrance-free) და საღებავის, მღებავი ნივთიერების გარეშე (dye-free) – უსუნო!!
დ. ან შეიცავს შარდოვანას (Urea) და ცერამიდს (Ceramide)
4. როდესაც იყენებთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს, წაისვით დამატენიანებელი კრემი ან მალამო დაუყოვნებლივ (immediately) როგორც კი სადეზინფექციო ხსნარი შეშრება. (რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით ხელის სადეზინფექციო ხსნარი შეიცავს მინიმუმ 60% ალკოჰოლს იმისათვის რომ მოკლას მიკრობი, ამიტომ ის ძალიან აშრობს კანს);
5. უფრო ძვირი პროდუქცია არ ნიშნავს უფრო უკეთესს, ან ეფექტურს – არ მოტყუვდეთ;
6. მიკრობების ათვისების რისკი იზრდება მშრალი კანის შემთხვევაში, ამიტომ ხელების დაბანასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელების დატენიანება.
ექიმი – ზაზა თელია