A Studio-ს ქართველი სოლისტი, მომღერალი ქეთა თოფურია და ლევ დენგოვი დაქორწინდნენ. ქეთამ და ლევმა 20 ნოემბერს იქორწინეს. წყვილს სულ მალე პირველი საერთო შვილიც ეყოლება.
ქეთასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მანამდე ის ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი საერთო შვილი, ოლივია ჰყავს.
ქეთა თოფურიას გაცნობამდე დენგოვი ორჯერ იყო დაქორწინებული. 2013 წელს ის დაშორდა თავის პირველ ცოლს, რომელთანაც მას ვაჟი ლეონიდი ჰყავს. მეორე მეუღლესთან 2015 წელს შეეძინა გოგონა, რომელიც დაბადებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა. ამის შემდეგ ეს ქორწინებაც დასრულდა.
ვინ არის ლევ დენგოვი?
ბიზნესმენის ნამდვილი სახელი პაველ გუზბანდია. ამ სახელით ის ცნობილი გახდა 2000-იან წლებში მუსიკალური კოლექტივის – „არბატის“ წყალობით.
როგორც ჩანს, დენგოვმა სახელი და გვარი მაშინ შეიცვალა, როდესაც დიპლომატიური კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ახლა ლევ დენგოვი ლიბიაში დარეგულირების საკითხებში რუსული კონტაქტური ჯგუფის ხელმძღვანელია.