ულთერაპია უალხესი არაინვაზიური სამკურნალო თერაპიაა, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით ებრძვის მოდუნებულ კანს, სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე და ახდენს მის ლიფტინგს.
შედეგი დგება 2-3 თვეში, თუმცა სხვაობა პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, ქალბატონები და მამაკაცები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ულთერაპიის პროცედურას, დაგეგმილ ქორწილამდე ორიოდე თვით ადრე.
ერთი პროცედურის შედეგად შესაძლებელია 1. კანის გადაჭიმვა – სახის, ყელის და დეკოლტეს ზონებზე; 2. ოვალის გამოკვეთა; 3. ნაოჭების გასწორება
ულთერაპია მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც კანის შიდა შრეში კოლაგენის სინთეზს ულტრაბგერის საშუალებით ახდენს.
ულტრაბგერა აღწევს კანის ღრმა შრემდე, შედეგად ხდება კოლაგენის მარაგის აღდგენა და იწყება კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესი.
ულთერაპიას არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები. თერაპია აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან აპარატი ზუსტად განსაზღვარვს ულტრაბგერის ზემოქმედების სიღრმეს, კონკრეტულ ზონაზე.
პროცედურა უმტკივნეულოა – სამოქმედო ენერგიის რეგულირება ხდება პაციენტის შეგრძნების მიხედვით, ექიმის მიერ. პროცედურა45 – 90 წუთი გრძელდება, ეს დამოკიდებულია დასამუშავებელ ზონაზე და ჩვენებაზე.
ულთერაპიის შედეგი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა მეთოდს ახასიათებს პერმანენტულობა და საბოლოო შედეგი 1-2 თვეში ვლინდება. საკმარისია მხოლოდ ერთი პროცედურა, ხოლო ეფექტი ნარჩუნდება 2-3 წლამდე.
ულთერაპია არ აღრვევს ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას და ეფექტი მაქსიმალურად ნატურალურია.
რაც მთავარია ულთერაპიის შემდეგ პაციენტი არ საჭიროებს სპეციალურ სარეაბილიტაციო პერიოდს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს, პროცედურის დასრულებისთანავე.
ულთერაპია რეკომენდირებულია 35 წლის ზემოთ, როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედ ესთეტიკურ ცენტრებსა და კოსმეტოლოგიურ კლინიკებში.