
შოპინგი


2020 წლის 7 მთავარი მოდური ტრენდი
ნეონი, ფერადი ტყავი და მანდარინები – მსოფლიო მოდა 2002 წლის მთავარ ტენდენციებს ირჩევს. ყვავილოვანი პრინტი გაზაფხულისთვის? რევოლიციური იდეაა. 2006 წელს გამოსულ ფილმში – “ეშმაკი ატარებს პრადას” მერილ სტრიპი აშკარად არ ყოფილა აღფრთოვანებული რამდენიმე საგაზაფხულო ტენდენციით. ასე რომ, დიდი შანსია, ახლაც ვერ მოიხიბლოს. ყვავილოვანი ქსოვილი ისევ მოდაში შემოდის. რა თქმა უნდა, პარიზის, მილანის, ლონდონის და ნიუ-იორკის პოდიუმებიდან ტანსაცმელი პირდაპირ ქუჩაში ვერ გადმოინაცვლებს, მაგრამ იდეას, ფერს, მასალას და ნახატს სხვა დიზაინერები აუცილებლად დააკოპირებენ. შესაბამისად, ამასვე წავაწყდებით რამდენიმე თვის შემდეგ მაღაზიებში, მასობრივი წარმოების ტანსაცმლის სახით.
მაშ ასე, რა იქნება მოდაში 2020 წელს:
- ნეონი
ქრისტოფერ ქეინმა, კაროლინა ჰერერამ და ვალენტინომ თავიანთ კოლექციებში 2020 წლისთვის ნეონი გამოიყენეს.
2. ფერადი ტყავი
საერთოდ, ტყავის სამოსს ჩვენ უფრო შემოდგომასა და ზამთარში ვატარებთ. მაგრამ, როგორც ჩანს, 2020-ში მათი ჩაცმა ბევრად უფრო ადრე მოგვიწევს – გაზაფხულზე. ღია, ფერადი ტყავების სხვადასხვა ვარიაცია ლონდონიდან პარიზამდე ყველაზე აქტუალურია.
3. დიდი ჩანთები
ჩანთა აუცილებელი აქსესუარია. მაგრამ წელს აქტუალურია ისეთი ჩანთა, რომელშიც ყველაფერი ეტევა.
ზოგი მათგანი ძალიან პრაქტიკულია, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, სტელა მაკარტნისა და ფილიპ ლიმის გამჭვირვალე ჩანთებზე, სადაც ყველაფერს, ცხადია, ვერ ჩავდებთ – რისი გამოჩენაც არ გვინდა.
4. მანდარინი
ცოტა ვიტამინი C თქვენს მოდურ დიეტაში და მკვეთრი ფორთოხლისფერი, უფრო სწორად, მანდარინისფერი – ეს 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია.
5. ვარდების პრინტი
დიზანიერები ყვავილოვან ელემენტებს კოლექციების გასამდიდრებლად ხშირად იყენებენ. ამჯერად, მთავარი აქცენტი ვარდებზეა, ოღონდ, ელეგანტურ ვარდებზე.
6. საყელოები დისკოს სტილში
2020 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად დაბრუნდა მოდაში 70-იანი წლების ფართო, სამკუთხა საყელოები. ლანვინმა, ფერაგამომ და სხვა დიზაინერებმა ისინი დანარჩენი სამოსისგან მკვეთრი ფერით გამოყვეს.
7. თოკის სარტყელი და პანამა
თუ ძველ საწყობში ან ავტოფარეხში ქექვას დავიწყებთ, მრავალ უსარგებლო ნივთს შორის, შესაძლოა, 2002 წლის ყველაზე მოდური ნივთები ვიპოვოთ. ქრისტიან დიორმა თავის კოლექციაში, მაგალითად, ბაწრის ღვედები შემოგვთავაზა.
კიდევ ერთი სახალისო აქსესუარი განსაკუთრებით მეთევზეებს გაახარებთ – ეს პანამაა – ჯორჯო არმანის ახალი სტილი.
ასე რომ, როგორც ჩანს, 2020 მივიწყებული მოდური ისტორიების გახსენების და რევოლუციური იდეების სინთეზის ხანა იქნება.

რა შეცდომას უშვებთ თეთრეულის ყიდვისას და როგორ შევარჩიოთ ის
სტატისტიკის მიხედვით, ქალების 80% ატარებს იმ თეთრეულს, რომელიც მას არ უხდება
ამის მიზეზი შეიძლება შიდა თეთრეულის არასწორად შერჩეული ზომა ან ფორმა იყოს. როგორც წესი, ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ გააკეთოს სწორი არჩევანი. სხვათა შორის, სწორად შერჩეული ლიფი არა მარტო მკერდს წევს ზემოთ, არამედ თვითშეფასების კოეფიციენტსაც. მოდით, განვიხილოთ ეს დელიკატური თემა და ერთად შევარჩიოთ იდეალური თეთრეული.

თბილისში, ახალი, ყველაზე დიდი აუთლეტი GINO FREEPORT გაიხსნება
თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუთლეთის მშენებლობა იწყება. კომპანია „FREEPORT“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 16 აუთლეტს წარმატებულად მართავს, საქართველოში ოპერირებას „ჯინო ჰოლდინგთან“ პარტნიორობით შეუდგება.

თაკო ნაცვლიშვილი და ჯულია რობერტსი “CALZEDONIA”-ს სარეკლამო რგოლში (ვიდეო)
ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი, ქალის თეთრეულის იტალიური ბრენდის “CALZEDONIA”-ს სარეკლამო რგოლში ოსკაროსან მსახიობთან, სუპერვარსკვლავ ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღეს.
ვიდეოკლიპის სიუჟეტი პარიზში ვითარდება, სადაც მაღაზიაში შესულ ჯულიას, კონსულტანტის ამპლუაში სწორედ ქართველი მოდელი ხვდება და მას ფრანგულად ესალმება – Bonjour Julia.
სარეკლამო რგოლის ფრაგმენტი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” დღეს გავრცელდა.
View this post on InstagramA post shared by CALZEDONIA (@calzedonia_nv86) on
