
სილამაზე და ჯანმრთელობა


ზღვის მარილი – სასწრაფო დახმარება და საუკეთესო საშუალება სახის კანისთვის
ზღვაზე დასვენების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი თითქოსდა განახლებული ხდება და სულ ტყუილად არა. საქმე არა მხოლოდ დასვენებას, კვებას, მზეს და ახალ ჰაერს ეხება. ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს ზღვის მარილი, რომელსაც სანაპიროზე ყოფნის დროს ჰაერიდან ვიღებთ.
ზღვის მარილის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია. ჯერ კიდევ ძველი მკურნალები თვლიდნენ, რომ თუ ზღვის წყალში სიცოცხლე იბადება, ზღვის მარილი ნებისმიერი დაავადების განკურნებას შეძლებს.
სახის კანისთვის ზღვის მარილის სარგებელი უდავოა. უბრალოდ ნახეთ, თუ ზღვის მარილი რამდენი ტონიკის, კრემის, ნიღბის და სკრაბის შემადგენლობაში შედის. ზღვის მარილი დიდი რაოდენობით მიკრო და მაკროელემენტებს შეიცავს. ამაში დარწმუნდებით, თუ კანის პრობლემების მოსაგვარებლად ზღვის მარილის ერთ-ერთ მეთოდს გამოიყენებთ.
გამონაყარის საწინააღმდეგოდ
ზღვის მარილი აკნეს და გამონაყარს შესანიშნავად უმკლავდება. იმისთვის, რომ ხსნარი მოამზადოთ, 1 ჩ/კ მარილი და 3 ჩ/კ ცხელი წყალი აურიეთ. პირველ რიგში, სახის კანი გელით დაიბანეთ ან დასაბანი ტონიკით გაიწმინდეთ, შემდეგ მარილიანი ხსნარით რამდენიმე წუთით გაიწმინდეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ სახის კანი კრემით დაიტენიანეთ.
მარილის და წყლის ასეთ ხსნარში კარგი იქნება, თუ 1 ს/კ რომელიმე ნატურალურ საშუალებას, მაგალითად ალოეს, თაფლს ან მწვანე ჩაის დაამატებთ.
გაფართოებული ფორების საწინააღმდეგოდ
სახის კანის ფორების შესამცირებლად შეგიძლიათ ზღვის მარილის მარტივი ნიღაბი მოამზადოთ. უბრალოდ 2 ს/კ მარილი მცირე რაოდენობით წყალში გახსენით, კარგად აურიეთ და კანზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ. ნიღაბს გაშრობა აცადეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი კრემით დაიტენიანეთ.
გაფართოებული ფორების საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ ზღვის მარილის გამოყენებით უფრო რთული ნიღაბი მოამზადოთ შვრიით, ავოკადოთი და თაფლით. ასეთი საშუალება მშრალი და კომბინირებული კანისთვის გამოდგება. ნიღბის მოსამზადებლად ¼ ავოკადოს რბილობს, მცირე რაოდენობით თაფლი, 2 ს/კ შვრია და ცოტა ზღვის მარილი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ, სახეზე 15-20 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ავოკადო და თაფლი კანს არბილებს, ხოლო მარილი ფორებს შევიწროებაში ეხმარება.
სახის კანის გამოსაკვებად და დასატენიანებლად
ზღვის მარილზე დაფუძნებით შეგიძლიათ სახის კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად დიდებული ტონიკი მოამზადოთ. ამისთვის 1 ჭიქა მინერალური წყალი და 3 ჩ/კ მარილი დაგჭირდებათ. ორი ინგრედიენტი აურიეთ, შესაფერის ფლაკონში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი ტონიკის სახით გამოიყენეთ.
კანის ცხიმიანობის საწინააღმდეგოდ
როგორც ცნობილია, მარილი კანს აშრობს, ამიტომ ეს კომპონენტი ჭარბი ცხიმიანობის დროს იდეალური იქნება. გარდა ამისა, ასეთი სკრაბი კანს წმენდს და ათეთრებს, მას ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს, როგორიცაა მაგნიუმი, იოდი და რკინა. ამ ჯადოსნური საშუალების მოსამზადებლად ზღვის მარილი და არაჟანი 1:2 პროპორციით აურიეთ. თუ თქვენი კანი სიმშრალისკენ მიდრეკილია, არაჟანი ზეითუნის ზეთით შეცვალეთ. თუ კანი ძალიან ცხიმიანია, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ.
სკრაბის გამოყენების დროს ფრთხილად იყავით. თუ სახის კანზე ანთებითი უბნები ან ჭრილობა გაქვთ, სკრაბმა შეიძლება კანი დააზიანოს და ინფექცია მთელ სახეზე გაავრცელოს.
დღეს სახის კანზე ზღვის მარილის გამოყენების შესახებ გიამბეთ, მაგრამ კოსმეტოლოგიაში მას რიგი სხვა ეფექტური გამოყენებაც აქვს. მაგალითად, ამ მარილის დახმარებით შეგიძლიათ სხეულის სკრაბი, პილინგი, ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი და სხვა კოსმეტიკური საშუალება მოამზადოთ. აუცილებლად სცადეთ და ზღვის მარილის სამკურნალო თვისებებში თავად დარწმუნდით.

პოპულარული და სახიფათო – კოსმეტიკური მჟავები, რომელიც ვნებს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა 125 კოსმეტიკური ინგრედიენტი, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოსა და სხვა დაავადებების განვითარებას.
სტივენ და ჯინა ენჩაკების კვლევაში “კოსმეტიკა შელამაზების გარეშე” ნათქვამია, რომ კოსმეტკურ საშუალებებში დაახლოებით 7000 ინგრედიეტს იყენებენ, რომელთა შორის 1000 არომატული და პარფიუმერული ქიმიური საშუალებებია. მათი უმეტესი წილი (700) განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
Alpha Hydrax Acids – ალფა ჰიდროქსიდული მჟავები, კანის მოვლის სფეროში ნამდვილ სენსაციად იქცა. AHA-ს მთავარი “დანიშნულება” კანზე არსებული მკვდარი უჯრედების მოცილებაა, რომლის მეშვეობითაც კანის ზედაპირზე მხოლოდ ახალგაზრდა უჯრედები რჩება. ასეთი წმენდის შემდეგ, ბუნებრივია კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. თუმცა, მეცნიერების თქმით, მკვდარი უჯრედების მოცილების დროს, ზიანი ადგება კანის ზედაპირს, რომელიც მას მავნე ბაქტერიების შემოჭრისგან იცავს. ამიტომ ასეთი მჟავების გამოყენების შემდეგ, გარესამყაროს მავნე ფაქტორები უფრო მარტივად და უფრო ღრმად ახერხებენ კანის უჯრედებში შეჭრას. შედეგად, კანი დროზე ადრე ბერდება.
CI 14700 (FD&C Red №4), (E 124, Ponceau SX, FD&C Red #4), CI 17200, (D&C Red #31, Acid Red 33), CI 19140 (FD&C Yellow №4) (E102, Tartrazine, FD&C Yellow #5), ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია შეიცავს სინთეტიკურ აზოტის საღებავს, რომლის გამოყენებაც სახიფათოა.
Isopropyl Palmitate – სინთეტიკური კომპონენტი. ანტისტატიკი, რომელსაც კანის გაღიზიანების გამოწვევა და ფორების შევსება ახასიათებს.
SLS (SLES) – ნატრიუმის სულფატი
#1 ნივთიერება, რომლებსაც შამპუნების და საპნების უმეტესობა შეიცავს. მარილის დამატებისას წარმოქმნის ბევრ ქაფს და ქმნის იმის ულუზიას, რომ შეიცავს ქაფის წარმომქმნელ პრეპარატს, რომელიც სინამდვილეში ძვირადღირებული და კონცენტრირებულია. ამ ინგრედიენტს ქოქოსის კაკლის ქერქისგან ღებულობენ. ინდუსტრიაში იგი ხშირად გამოიყენება იატაკების და მანქანების რეცხვისთვის. მას ნამდვილად შეუძლია ზედაპირიდან ცხიმების მოშორება.
SLS (SLЕS) – ეს ყველაზე სახიფათო ინგრედიენტია, რომელსაც კანისა და თმის მოვლისთვის იყენებენ. მის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ თვალში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია თვალის წყლით ჩამობანვა, ხოლო კანის გაღიზიანების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი. სწორედ ამ ნივთიერებით ჩვენ ყოველდღიურად ვიბანთ კანსა და თმას.
LANOLIN- წყალს, რომელშიც ცხვრის მატყლს რეცხავდნენ, ასუფთავებენ ცენტრიფუგის მეშვეობით. გამოშრობის, ნეიტრალიზაციის და სხვა რთული ტექნოლოგიების შემდეგ, ლანოლინი მზადაა გამოყენებისთვის. იგი შეიცავს ცვილისმაგვარ ნივთიერებებს, ცხიმის მჟავებს და ქოლესტერინს. კოსმეტიკის შემადგენლობაში იგი შედის, როგორც კანის დამარბილებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი ნივთიერება. თუმცა, საკუთარი ცხოველური ცხიმების გამო, ლანოლინს ალერგიის გამოწვევა შეუძლია.
კოლაგენი – ჩვეულებრივ კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული კოლეგენს ძალიან დიდი მოლეკულური წონა აქვს, რის გამოც, არ შეუძლია კანის უჯრედებში შეღწევა. გარდა ამისა, კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობაში ცხოველური წარმოშობის კოლაგენი გამოიყენება, რომელიც ადამიანის კანთან შეუსაბამობაში მოდის. პლასტიკურ ქირურგიაში კოლაგენის ინექციები ნაოჭების გასწორების მიზნით გამოიყენება და კანის ამოვსების ეფექტის დახმარებით აღწევს “სასურველ” შედეგს. სინამდვილეში ორგანიზმი კოლაგენს, როგორც უცხო სხეულს იღებს, რის გამოც, მას ორგანიზმიდან დევნის, კოლაგენისგან სრულ გათავისუფლებას ადამიანის ორგანიზმი ერთ წელს ანდომებს.
ТYROSINE – ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს ღრმა რუჯის მიღებას. თუმცა, მელანიზაცია, სინამდვილეში შინაგანი პროცესია და მისი კანზე წასმა არანაირად არ უწყობს ხელს ამ პროცესის დაჩქარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანის დანაყრება ტანზე წასმული საკვების მეშვეობით ხდებოდეს.
Disodium EDTA — ან cheladrate, chelaplex III, chelaton III, complexon III, disodium dihydrogen ethylenediaminetetraacetic acid, disodium EDTA, disodium edetate, disodium edathamil, disodium versene, EDTA disodium salt, kiresuto B, komplexon III, metaquest B, perma kleer 50 crystals disodium salt, perma kleer di crystals, selekton B2, sequestrene sodium 2, titriplex III, trilon B, trilon BD, triplex III. სინთეტიკური კომპონენტი. ჟელატინის აგენტი, სიბლანტის მარეგულირებელი. სახიათოა ამ ნივთიერებების პირში მოხვედრა, შესუნთქვა ან კანში შეღწევა. იწვევს სასუნთქი ტრაქტისა და კანის გაღიზიანებას.
სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ მოდით გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნები: აუცილებელია კოსმეტიკური საშუალებების შემცველობის ყურადღებით წაკითხვა, სხვადასხვა ნიღბების დამზადება, იმ ხილისა და ბოსტნეულისგან, რომლის უსაფრთხოებაშიც არ გეპარებათ ეჭვი და რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

კეტოგენური დიეტის უკუჩვენებები – აუცილებელია იცოდეთ!
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა წონაში კლების ამ მეთოდს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეებიც აქვს და მათ შესახებ კეტო-დიეტის დაცვის მსურველებმა აუციელებლად უნდა იცოდნენ.
რა არის კეტოგენური დიეტა და როგორ მუშაობს ის, ამაზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი თინათინ კაჭარავა საუბრობს.
კეტოგენური, იგივე კეტო-დიეტა გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას. აქ 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს იკავებს ნახშირწყლები. ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. ორგანიზმი ამ დროს იწყებს აქტიურ ცხიმის წვას, რასაც კეტოზი ჰქვია. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტო-დიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა. მეტი





მინუს 15 წელი ერთ პროცედურაში, ანუ ულთერაპიის სასწაული
ულთერაპია უალხესი არაინვაზიური სამკურნალო თერაპიაა, რომელიც ულტრაბგერის საშუალებით ებრძვის მოდუნებულ კანს, სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე და ახდენს მის ლიფტინგს.
შედეგი დგება 2-3 თვეში, თუმცა სხვაობა პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, ქალბატონები და მამაკაცები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ულთერაპიის პროცედურას, დაგეგმილ ქორწილამდე ორიოდე თვით ადრე.
ერთი პროცედურის შედეგად შესაძლებელია 1. კანის გადაჭიმვა – სახის, ყელის და დეკოლტეს ზონებზე; 2. ოვალის გამოკვეთა; 3. ნაოჭების გასწორება
